მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც გამარჯვებით დასრულდება“ - ნიკა მელია

ნიკა მელია თელავში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თელავში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი პარტიის დეპუტატების მიერ საპარლამენტო მანდატების გამოყენებაა.

ნიკა მელიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება რეგიონების მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

„შეუძლებელი იყო, დაუშვებელი იყო და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება, თუნდაც მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პარტიაში.

მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საფრთხეა, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება, ამასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში იმყოფებოდა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ ენმ-ის წევრები საქართველოში 22 მაისს დაბრუნდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ერთი ფასი ექნება

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“ - კახა კალაძე

👉 „ენმ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის“ - სალომე სამადაშვილი