მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“ - კახა კალაძე

თბილისის მერი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პარლამენტში შესვლის საკითხი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუმც გარკვეული შეთანხმება შედგა.

„კონკრეტულ დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა და ჩვენ „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას. იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ.

თუმცა კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ენმ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის“

მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით