მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ერთი ფასი ექნება

„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გამოდის იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავი შეიყვანა.

„პირადად ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, თუ არ შემოვა ერთი ფასი ექნება. უბრალოდ, შემოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ, რომ გაამწვავონ სიტუაცია, სუბიექტურად აწყობთ მათ, ისინი ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავად შეიყვანეს თავი, ვერ გამოდიან, ახლა ცდილობენ საუკეთესო გამოსავალი ნახონ და ისე შემოვიდნენ პარლამენტში, სხვა გზა არ აქვთ.

რაც შეეხება მელიას ვიზიტს, აქ გასაკვირი არაფერი იყო, მან თავის ხელმძღვანელს, თავის უფროს მოახსენა იმ გეგმების, თუ გეგმების ჩავარდნის შესახებ, რომელიც საქართველოში იყო. აბსოლუტურად სხვა გეგმები ჰქონდათ. ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათი ეს გეგმები ჩავარდა. ეს გეგმები იყო რევოლუციური და დესტრუქციული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად კიევში 16 მაისს გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.