მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუცილებელია მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს“ - საიას თავმჯდომარე TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე

საიას თავმჯდომარე

„რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს “, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, სიმონიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არასწორად მოიქცა.

მისივე თქმით, საია გარდაცვლილის ოჯახს ბოლომდე გვერდით დაუდგება.

„ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, ძალიან მძიმე დღეა. ის რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ძალიან მძიმე იყო და რა თქმა უნდა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იმ ფაქტებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

შსს ვერ ხვდება ვისთან და როგორ უნდა მოიქცეს. ძალით გაიტანეს მიცვალებული, ადვოკატთან ყოველგვარი კონსულტაციის, ყოველგვარი სამართლებრივი დახმარების გარეშე გააკეთეს ეს ყველაფერი, რაც არავითარ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება.

ჩვენი ადვოკატი შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დაესწრება და ამ ყველაფერს თვალს მივადევნებთ. სიტუაცია არის ის, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასწორად მოიქცა. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მაგრამ არ შეიძლება ამ ფორმით გაკეთდეს ეს ყველაფერი. ეს მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიტყვი შსს ვერ ხვდება ვისთან როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ ლექსოს ოჯახს ბოლომდე გვერდში დავუდგებით“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

✔️ „არ ვატანდით ცხედარს, ზედ გადავეფარე და მაინც წაიყვანეს“ - გარდაცვლილი ოპერატორის დედა

✔️ TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა