მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფება

ზელენსკი ენგურის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე იმყოფება. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში და ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ენგურის ხიდისკენ გაემგზავრა.

„საოკუპაციო ხაზზე მისი ვიზიტი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რაც საქართველოს და უკრაინას გააჩნია რუსეთის აგრესიაზე. ორივე მხარეს აქვს ერთნაირი გამოწვევები - ეს არის რუსეთიდან მომდინარე აგრესია. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე არის იმის ხაზგასმა, რომ ორივე ქვეყნის მთავარი პრობლემა დღესდღეობით რუსეთის ოკუპაციაა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

ინფორმაციისთვის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ზელენსკის გარდა, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია

✅ზელენსკი მეზღვაურების გათავისუფლებაზე: მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის