მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: შესაძლოა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 21 ნოემბრამდე დასრულდეს

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა მმართველ გუნდთან ოპოზიციის მოლაპარაკება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე დასრულდეს. 

„ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ დრო არ არის ბვერი. რაც უფრო მალე განიმუხტება კრიზისი, მით უფრო კარგია ქვეყნისთვის. ყველა მზადაა, რომ მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ გვაქვს, მაგრამ განწყობა გვაქვს, რომ მალე დავასრულოთ, თუნდაც 21 ნოემბრამდე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვდრას ტონი სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატებმა მისცეს.

„შეხვედრამ არც ისე დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ძირითადად იყო პოზიციური დაცვა. პრინციპში ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი შინაარსი. ატმოსფერო იყო მეგობრული, შეხვედრას ტონალობა ფასილიტატორებმა მისცეს. განსაკუთრებულად ახალი არაფერი ყოფილა რომელიმე მხრიდან, უბრალოდ, პოზიციები უფრო დეტალურად გავიარეთ, ვიდრე ცნობილი იყო. საბოლოო ჯამში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

👉მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გააცნეს და მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

👉პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრას პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉გივი მიქანაძე: „ქართული ოცნება“ ხმების გადათვლისთვის მზადაა

👉კუბილიუსი: საქართველომ უნდა იფიქროს არჩევნების ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო საზოგადოების თვალში

👉დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შესვლა-არშესვლა უკვე მორალური ამბავი გახდა