მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა

სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოკითხვაზე

მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, დიღომში პოლიციის მთავარ სამმართველოში, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სასულიერო პირი თავის გამოსვლაში ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ძალადობას გულისხმობდა.

„არანაირი მოწოდება არ ყოფილა ჟურნალისტების ან სხვა პირების მიმართ ძალადობისკენ. ეს იყო ნათქვამი იმათ მიმართ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანას რომ ვინმე თავს დაესხას იარაღით ხელში, ამაზე იყო საუბარი და არა ჟურნალისტების მიმართ. კონტექსტი იყო სხვა.

ძალადობა არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა. კითხვაზე პასუხს გაძლევთ, ეს პასუხი არ გაკმაყოფილებთ და მეხუთედ გვიტრიალებთ იმავე კითხვას. გითხარით, რომ არ იყო ძალადობა“, - აღნიშნა სასულიერო პირის უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მამა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ვალდებული იყვნენ ქვეყნისთვის ეძალადათ.

„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, - აღნიშნავდა სასულიერო პირი.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისის აქციის ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოკითხვაზე სამართალდამცველებმა ასევე გადაიყვანეს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას“ - გურამ ფალავანდიშვილი

👉 „ალბათ ბოროტი ადამიანი თუ იქნება, რომელიც ძალადობას არ გმობს“ - მეუფე მიქაელი

👉 მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ