სამართალი

ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს (ვიდეო)

ლექსო ლაშქარავას ცემის
ფაქტზე დათო კუტალაძე
დააკავეს
1626072716
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჟურნალისტების ცემის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს

👉 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე კიდევ ხუთი პირი დააკავეს

👉 ჟურნალისტების ცემის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს

გერმანელი ექიმების
რეკომენდაციები

რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი...

Deutche Welle ინფორმაციას ავრცელებს იმ პრეპარატებზე, რომლითაც შესაძლებელია კორონავირუსის მკურნალობა. შესაბამის რეკომენდაციებს გერმანელი ექიმები გასცემენ.

1632418326

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

1632424663

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

1632423825

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ქმედებებმა გარკვეული კითხვის ნიშნები და ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

1632423428

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დებატებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და საზოგადოებას სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოს კვირის მენიუც გააცნო.

1632423060
თბილისის მერი კახა კალაძე

კახა კალაძე ნასაგურის დაზარალებულ მცხოვრებლებ...

„სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში, ძლიერის წვიმის გამო დაზიანებული სახლების მესაკუთრეებს გამგეობა უკვე ეხმარება“,- ამის კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდი...

პარტია „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალადობა ან დაშინება...

„ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, “- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1632412036
ბოკერიას კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებუ...

ივანე ბოკერიას კლინიკის კოვიდრეანიმაციაში მყოფი სამი ორსულის მდგომარეობა კრიტიკულია.