მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, ძალადობისკენ მოწოდებები არ დაუშვან - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა „მდუმარე აქცია“, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და
უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ - ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

ამავე თემაზე:

🔴 „ვერავინ დამაჯერებს, რომ პატრიარქისგან მოწოდებული ყოფილიყო ის, რაც გუშინ ხდებოდა“ - ბესელია

🔴 „ის, რაც გუშინ მოხდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“ - კვირიკაშვილი

🔴 „თბილისი პრაიდი“ მდუმარე აქციას უერთდება