მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისი პრაიდი“ მდუმარე აქციას უერთდება

თბილისი პრაიდი 17 მაისს ონლაინ  დემონსტრაციას გეგმავს

„თბილისი პრაიდი“ დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.

პარტიებმა საპროტესტო აქცია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დააანონსეს. აქციას გამართავენ: „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“.

„გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა „დროა” უერთდება „გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის!“, - წერია მოძრაობა „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგებოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი“ - პრეზიდენტმა რუსთაველზე დაშავებულები მოინახულა

👉 „ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი და ქვეყნის გადაბარების მცდელობა“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ვერავინ დამაჯერებს, რომ პატრიარქისგან მოწოდებული ყოფილიყო ის, რაც გუშინ ხდებოდა“ - ბესელია