მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს“ - ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ანაფილაქსიურ შოკთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს. 

გურული ამბობს, რომ გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.

ამასთან, გურულის თქმით, ანაფილაქსიური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.

„ანაფილაქსური შოკი აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას. ანაფილაქსიური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.

არსებობს, ასევე, იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსიური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.

გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსიური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

წარმოუდგენელი უზნეობაა (სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს“, - აცხადებს ზურაბ გურული.

ინფორმაციისთვის, დღეს ახალციხეში კოვიდ 19-ზე აცრილ მედდას მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჯანმო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების გაგრძელების რეკომენდაციას ავრცელებს

✔️ „თუ რაიმე ახალი ინფორმაცია არ არსებობს, ეს ტრაგიკული ფაქტი ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი ვერ იქნება“ - ვახტანგ კალოიანი