მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ რაიმე ახალი ინფორმაცია არ არსებობს, ეს ტრაგიკული ფაქტი ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი ვერ იქნება“ - ვახტანგ კალოიანი

ქართველი ექიმი
1616077739
COVID-19

„თუ რაიმე ახალი ინფორმაცია არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ეს ტრაგიკული ფაქტი, რომელიც მოხდა ახალციხეში, ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი ვერ იქნება. იმედი მაქვს, რომ სხვა ინფორმაცია არ არსებობს, შესაბამისად მე არ ველოდები, რომ ვაქცინაციის შეჩერების საკითხი დადგეს“, - ამის შესახებ ექიმმა ვახტანგ კალოიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები არსებობს.

„სამწუხაროდ, ეს არის ის ფატალური გართულება, რომლის თავიდან აცილება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, დასკვნის გასაკეთებლად სრული ინფორმაციაა საჭირო და ეს წინასწარი შეფასებაა ვითარების. ვაქცინაციის სიკეთეზე საუბარი არ არის, რადგან ეს ჩვენი დაცვის ერთადერთი საშუალებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს გულის დაავადებები, დიაბეტი, რომელთა შემთხვევაშიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსი.

ვაქცინასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს. ის ძალიან სწრაფად არის გაკეთებული და არ მიკვირს, რომ მის შესახებ მოქალაქეებს კითხვები აქვთ“, - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

მისი თქმით, სამედიცინო სფეროს მთავარი ამოცანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებისთვის ვაქცინის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, ახალგაზრდა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

მისი მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც პაციენტი სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არამგონია, რომ ასეთი საშიში იყოს“ - ახალციხელი ექიმის ინტერვიუ კომაში ჩავარდნამდე (ვიდეო)

„ჩემთვის როგორც ცნობილია, მას არ ჰქონდა რაიმე თანმდევი დაავადება“ - კლინიკა „იმედის“ დირექტორი

„შესაძლოა, იყოს ემოციური მდგომარება“ - ენდელაძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტთან დაკავშირებით