მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არცერთ ქართველს არ ჰყავს გავრილოვის დასაჭერი შვილი“- ნიკა მელიას მამა

ექიმი ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია მისი შვილის შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს.

ანზორ მელიას თქმით, მას იმის მოლოდინი აქვს, რომ მთავრობაში „მოიძებნება ერთი-ორი საღი აზროვნების ადამიანი, რომელიც საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს“.

ანზორ მელია აცხადებს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ნიკა მელიას დაპატიმრება, არამედ ეს იქნება პატრიოტის და ყველა საღად მოაზროვნე ქართველის დაპატიმრება.

„იმის მოლოდინი მაქვს, რომ მთავრობაში მოიძებნება ერთი-ორი საღი აზროვნების ადამიანი, რომელიც საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს.

ეს ხომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება, ეს არის პატრიოტრის დაპატიმრება. გუშინ პარლამენტის წინ „ნაციონალები“ იდგნენ? არა, ახალგაზრდები იდგნენ.

იდგნენ 17, 18, 20 წლის ბიჭები, რომლებიც ქართველი კაცის ღირსებას იცავდნენ. ვინც ვდგავართ სწორ ხაზზე, აი იმათ გვებრძვიან და ნიკას დაჭერა უნდათ. მარტო ნიკას კი არ იჭერენ ამით, მთელ საღად მოაზროვნე ქართველ ხალხს იჭერენ.

არცერთ ქართველს არ ჰყავს გავრილოვის დასაჭერი შვილი. ნიკას დღეს გავრილოვი იჭერს. ცოტა გამოფხიზლდნენ იმიტომ რომ ისინი მუდმივად იმ თანამდებობებზე არ იქნებიან. მეცოდებიან ისინი, ვნერვიულობ როგორც მშობელი. ჩემი მეუღლეც ძალიან ნერვიულობს, ვიცით რომ ჩემს შვილს მხოლოდ სამშობლოს სიყვარული გამო ასამართლებენ და გვერდით ვუდგავარ როგორც შემიძლია. არ მგონია, რომ დღეს მოსამართლემ მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც უბრძანეს“, - აღნიშნა ანზორ მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

საქალაქო სასამართლომ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

✔️ იან კელი: საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა