მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის ახალ რესპუბლიკურში 0 სართული დაიტბორა (ფოტოები)

ბათუმის ახალ რესპუბლიკურში სართული დაიტბორა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი ეგრეთ წოდებული ნული სართული დაიტბორა, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეს პირველი შემთხვევა არ არის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის ნულ სართულზე პერსონალისთვის საჭირო სათავსებია, ასევე გათვალისწინებულია ადგილი ავტოსადგომისთვის.

„უხვი ნალექის გამო, მოხდა ქალაქის სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისათვის 27 მილიონი ლარი დაიხარჯა.

წყალდიდობის ამსახველ ფოტოს ფეისბუკგვერდი „უპატრონო ბათუმი“ ავრცელებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 წყალდიდობა ბათუმში (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)

👉 სტიქია დასავლეთ საქართველოში - წაღებულია გზები