მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს“ - ხუნდაძე ნინოწმინდის პანსიონზე

არლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს და მათზე იმ ადამიანებმა უნდა იზრუნონ, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია და ვალდებულება აქვთ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

„ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს. მათზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ.

ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამ მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს. თუმცა, ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს.

ვფიქრობ, ყველა ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ „ითამაშებს“.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ 9 ბენეფიციარზე მეტი ერთ ოთახში - ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები დარღვევებზე საუბრობენ

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი