მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

ვიცე-სპიკერი

პარლამენტის ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ „ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“.

დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვთა ზრუნვის წესები უპირობოდ, ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საერო თუ სასულიერო დაწესებულება.

„ბავშვზე ზრუნვის ის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უნდა იყოს უპირობოდ ყველგან, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობა. უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო, სასულიერო თუ საერო დაწესებულება არის. ის ვითარება რაც შეიქმნა და დღეს, საბედნიეროდ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს ვითარება, ჩემი აზრით, აქამდე არ უნდა მისულიყო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 9 ბენეფიციარზე მეტი ერთ ოთახში - ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები დარღვევებზე საუბრობენ

✔️ „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?“ - ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონი

✔️ „უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე