მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვაპირებთ, დავიძრათ თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას“ - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი Pia.ge

„რიონის ხეობის მცველებმა“ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხვალ ისინი კვლავ გამართავენ აქციას და შემდეგ კი კოლონებით დაიძვრებიან ხეობისკენ.

„აქ დაცულია თითოეული მოქალაქის ინტერესი. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ გამოვლინებას ძალადობისას კატეგორიულად. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელი შევუშალოთ 26 მაისს გამართულ ღონისძიებებს, შეუძლიათ ჩვეულებრივად მათ მართონ ის პროცესი, რა პროცესსაც მართავენ.

ჩვენ არ ვებრძვით ხელისუფლებას და რევოლუციის მოსაწყობად აქ არ ჩამოვსულვართ. უბრალოდ ვამბობთ, რომ ჩვენი პრეტენზია მიმართულია ხელისუფლებისადმი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, ისინი გვიდგანან გვერდით და იცავენ სახელმწიფოს ინტერესს და არ ტოვებენ ცარიელ ადგილს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი რამ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართავთ ყველა ამ ბრძოლაში ჩართულ ადამიანს და ამის შემდეგ დავიძვრებით ხეობაში კოლონით თავაწეულები. არგუმენტაციით იმ პროცესის, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა ის ქმედება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში, მათ არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ იქ ნგრევა,“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამჟამად აქციებს დედაქალაქში მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“ - ვარლამ გოლეთიანი

✅„სხვადასხვა სიმბოლიკები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება“ - გოლეთიანი