მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის დადგმული სანახაობა, პოლიტიკური ქულების დასაწერად და ხელისუფლების გამოსაცდელად“ - იაგო ხვიჩია პრაიდის შესახებ

იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამჟამად გამართული ვითარება ერთგვარი სპექტაკლია.

მისი თქმით, ეს არის სანახაობა დადგმული პოლიტიკური ქულების დასაწერად და ხელისუფლების გამოსაცდელად თუ რამდენად ეფექტურები იქნებიან ისინი.

„ჩემი აზრით, ჩვენ ერთგვარ სპექტაკლს ვუყურებთ, რომელიც დადგმულია იმ ჯგუფების მიერ, რომელიც იძახდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ვიღაც ადამიანების მსვლელობას თბილისის ქუჩებში, მაგრამ ეს გადაიზარდა იმაში, რომ კონტრაქციის წევრები ცუდად იქცევიან, შეურაცხყოფას აყენებენ როგორც სხვა ადამიანებს, ასევე, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს.

ამერიკის საელჩოს ერთ თანამშრომელს კვერცხი მოხვდა. ეს წახალისებულია იმ ჯგუფებისაგან, რომლებიც სულ ამას ახალისებდნენ და მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს აწუხებს, ის, რომ ხიდზე ფილმს უყურებენ სხვა ადამიანები, ვფიქრობ, რომ ეს არის სანახაობა დადგმული პოლიტიკური ქულების დასაწერად და ხელისუფლების გამოსაცდელად თუ რამდენად ეფექტურები იქნებიან ისინი.

ჯერჯერობით პოლიცია თავს ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. დაუსრულებლად ამ ტიპის რამ, რაც ხდება, შეიძლება სხვა ტიპის ექსცესებში გადაიზარდოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში დღეს დაიწყო. იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვაჟა სირაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი

✅თბილისი პრაიდის წინააღმდეგ კონტრაქცია იმართება