მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველას ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი“ - ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის მეუღლე

ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლი

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 36 წლის კაცის მეუღლე საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ახალგაზრდა ქალის თქმით, ბრალდებულების ოჯახში 13 წელი ცხოვრობდა, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ მისი მეუღლე შესაძლოა მოძალადე ყოფილიყო.

„განადგურებული ვარ. დამტოვა 4 შვილით. ისეთი ოჯახები დამაკარგვინა, რომ ყველას პატივს ვცემდი. ყველას დიდი ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში და მე ეს ფაქტი გავიგე 23-ში.

ახლობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ასეთ რამეს აბრალებენო. მე, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, მაგრამ სახლში ვთქვი, ეს თუ შენ დაგატყდა თავს, ადექი და თავი მოიკალი მეთქი, ერთსაც ვუთხარი და მეორესაც, უარყვეს.

შემდეგ 20 წუთში მოვიდა პოლიცია და დააკავეს“, - განაცხადა ბრალდებულის მეუღლემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი დააკავეს.

სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

⭕ სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულების სახლს ცეცხლი წაუკიდეს (ვიდეო)

⭕ სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე მამა-შვილს ბრალი წარუდგინეს