მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გადაასვენეს

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავს ცხედარი სამხარაულის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

გარდაცვლილის ცხედრის პირველადი დათვალიერება დასრულდა.

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვლილს ძლიერი ტკივილების გამო მორფინი უკეთდებოდა.

„თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი. უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვისაუბრებთ“, - აცხადებს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ამავე თემაზე:

🔴 „ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია, ვერ იქნა ნანახი“ - დამოუკიდებელი ექსპერტი

🔴 „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“ - მეუფე ანტონი აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს

🔴 შსს მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნეს საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში - განცხადება