მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო“ - გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

„თითოეულ პედაგოგს მადლობას ვუხდი, ვინც ოჯახურ სითბოსა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს პატრონობა გაუწია. რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით, ბავშვებზე ძალადობა, თუ ასეთი იყო დაშვებული“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვოლსკის თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ „ისტერიკული პოზიცია“ არა სიმართლის დადგენას, არამედ მისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

„ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა.

ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იყო, არის ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ – ბავშვის ინტერესები.

ხომ არ შეიძლება, ყოველ დღე ამ ბავშვებს დავკიოდეთ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა შეიძლება ასეთი რეალობა ერთი-ორი ეპიზოდი იყო?! ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს?! ფსიქოლოგებს დაელაპარაკეთ, მათ შორის სახალხო დამცველი, საეკლესიო პირები.

ამ საქმის გარშემო ისტერიკას ვტეხთ მაშინ, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც ბავშვის უფლების დაცვა. ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა, რომელიც სახალხო დამცველსა და მისი აპარატის წარმომადგენლებს პანსიონში მონიტორინგის მიზნით შესვლას უკრძალავდა. ამჟამად პანსიონში 23 ბავშვი რჩება, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

✅„თუ დარღვევები იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

✅„ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე