მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ (ვიდეო)

პარლამენტში შეჭრის მცდელობა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ამ წუთებში პარლამენტში გვერდითა შესასვლელიდან შეჭრას ცდილობენ.

მათმა გარკვეულმა ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა.

პარლამენტში შესვლის მიზეზი მედიის მიერ მთავრობისთვის მიცემული დროის ამოწურვა გახდა. ისინი ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის პრემიერისგან პასუხისმგებლობის აღებას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც მალევე გვერდითა შესასვლელის კარი დახურა.

მედიის წარმომადგენლებზე სპეციალური საშვები პარლამენტში შესასვლელად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.