მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაზე ისაუბრეს ილია მეორემ და პომპეომ - საპატრიარქოს განცხადება

პომპეოს შეხვედრა პატრიარქთან

საპატრიარქო ილია მეორესა და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

„ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის.
ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის.

აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობისა და ბ-ნ სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს აშშ-ის საქართველოსადმი თანადგომისთვის და რთულ პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის განხორციელებისთვის. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, მაიკ პომპეო საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პატრიარქი მაიკ პომპეოს შეხვდა (ვიდეო)

👉 მაიკ პომპეოს 17 საათი თბილისში - (ფოტო/ვიდეო)