მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მიდიან

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი Pia.ge

გავრცელებული ინფორმაციით, „რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მიდიან.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისივე თქმით, აქციაზე მოდის მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი.

„დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა პრაიდის წინააღმდეგ. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ თბილისში და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახა ასათიანიც. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.

პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – აცხადებს მარიტა მუსელიანი.

მისი თქმით, ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს. ის აღნიშნავს, რომ აპირებენ დაესწრონ პარაკლისს.

„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ“, – აცხადებს მარიტა მუსელიანი.

ინფორმაციისათვის, „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

✅რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ

✅რადიკალური დაჯგუფების წევრები TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

✅„პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით“ - გიგა მაქარაშვილი