მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სად წავიდა ლევან ვასაძე ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება“ - სანდრო ბრეგაძე

ქართველი პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე

„ერთადერთი რაც ამ ბოლო დღეებში ვერ ამოვხსენი, ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება - სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

სანდრო ბრეგაძე განმარტავს თუ რატომ არ მიიღო „ქართულმა მარშმა“ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა.

„დღეს რას ვხედავთ, გაჰყვირიან ქუჩიდან, რომ ყველა დასასჯელია ვინც მათსავით არ ფიქრობს და ხვალ რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, „იმედის” დარბევა იქნება ტკბილი სიზმარი, სისხლის გუბეები იქნება რევანშისტების, ბართლომეს ღამე მოეწყობა ქრისტიანების წინააღმდეგ. ამაში დარწმუნებულები იყავით.

შესაძლოა, დიდი შეცდომებია იქ დაშვებული, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა რომ ციხეში ზის და ის ადამიანები სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან, ეს უკვე ტრაგედიაა. ტრაგედიაა ისიც, რომ დაშავდნენ ოპერატორები, ჟურნალისტები. ტრაგედიაა ეს. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი ისეთ აქციაში მონაწილეობისგან, რომელი აქციის არსიც არ ვიცოდით.

ამ თავისივე დადგმულ პროვოკაციაში, სურთ ყველა გარიონ, ძალიან უნდათ „ქართული მარშის” მონაწილეობა დაინახონ სადმე, გაგიჟებულები არიან, რომ ჩვენი მონაწილეობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ეკლესია, საპატრიარქო, კონსერვატიული ძალები უნდათ ამოშანთონ და გააშავონ. ერთადერთი რაც ამ ბოლო დღეებში ვერ ამოვხსენი, ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება - სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ამავე თემაზე:

🔴 გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა

🔴 „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე გამოკითხვაზე გადაიყვანეს

🔴 მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა