მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაშველები როგორც კი მორჩებიან მუშაობას, კონსტრუქტორები და გეოლოგები ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან“ - რიჟვაძე

აჭარაში 39 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, კონსტრუქტორები და გეოლოგები შენობების მდგრადობას შეისწავლიან.

„როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოებს, აქ მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება“, - აცხადებს რიჟვაძე.

ამასთან, რიჟვაძის თქმით, შსს-მ უკვე მოახდინა მყისიერი რეაგირება და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ.

„გამოძიების საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ“, - დასძინა რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი