მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემწყნარებლობა ვერ შევაგნებინეთ“ - სოფელ გუმათში გურამ ფალავანდიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

დაპირისპირება სოფელ გუმათში

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მცირე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სოფელ გუმათში საზოგადოებრივი მოძრაობის „ზნეობა დაიცავი“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი ჩავიდა.

სოფელ გუმათში მიმდინარე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფალავანდიშვილს თბილისში მომხდარი ინციდენტი შეახსენა.

ხეობაში მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა ფალავანდიშვილს მიმართა და განუცხადა, რომ ის საორგანიზაციო საქმეებში ვერ ჩაერევა.

„მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და როდის დავიჭერ ხელში. ვერ შევაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში კეთილი ინებეთ და დადექი ჯარისკაცად. ჩვენ თვითონ მივუთითებთ ვინ რა უნდა გააკეთოს. თქვენთვის არაფერი დაგვივალებია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

თავის მხრივ, გურამ ფალავანდიშვილის ამბობს, რომ თუ აღკვეთენ სიმბოლიკის ტარებას, ძალიან კარგია.

„ჩემი აზრით, გამოკვეთილი სოდომისტები, ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობასა და მოძრაობაში არ არის. ისინი ამით ჩირქს ცხებენ ამ მოძრაობას“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ხეობაში მობილიზებულია სამართალდამცველები.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

✔️ „დედაქალაქიდან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ“ - ვარლამ გოლეთიანი

✔️ „იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“ - ვარლამ გოლეთიანი

✔️ „ულტიმატუმით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“ - პრემიერი „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებაზე