მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები“ - სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს პასუხობენ

ჭყონდიდის ეპარქტიიდან განკვეთილი ბერი მამა ათინოგენე

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებას ამბოხებული სასულიერო პირები პასუხობენ.

„თვითონ გაფუჭებულები, თვითონ საყვარლობაში მხილებულები, თვითონ კლოუნები, რა დღეში არიან შეხედონ. ხალხი ხომ გიყურებთ თქვენ? თქვენ გახადეთ იმათ, ვისთვისაც გაგიხდიათ. იმ თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, როგორც ხდიდით, იმ თქვენს საყვარლებთან იტუტუცეთ.

აქ თუ მოხვალთ ვინმე, აგერ ვართ და დაგხვდებით. მობრძანდით“, - აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მამა ათინოგენემ.

ჭყონდიდის მონასტერს ერთი კვირაა 9 ადამიანი არ ტოვებს. მეუფე სტეფანე ცხრავე მათგანს პატრიარქის დაუმორჩილებლობას, ეკლესიის შელახვასა და ამბოხებაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ისინი მეუფე სტეფანეს წინამორბედის, პეტრე ცაავას მომხრეები იყვნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „მათი შემოსილობა არის კლოუნობა, არ არიან ამის ღირსნი“ - მეუფე სტეფანე ამბოხებულ სასულიერო პირებზე

🔴 მეუფე სტეფანემ 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

🔴 „თქვენი სათქმელი ქუჩაში თქვით, ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია“ - მეუფე სტეფანემ სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევა (ვიდეო)