მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?“ - ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე

პარლამენტარი ალუდა ღუდუშაური Pia.ge

„მძიმე სავარაუდო დანაშაულებზე არის საუბარი, როგორიცაა გაუპატიურება და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშარმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

„მკაფიოდ მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ სახელმწიფო ვერ იქნება ასე ვთქვათ, ერთგვარი სუბიექტური მიდგომების ავანგარდში. ეს მინდა მკაფიოდ და ნათლად გავმიჯნოთ. მძიმე სავარაუდო დანაშაულებზე არის საუბარი, როგორიც არის გაუპატიურება და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს მთელი ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?

ამაზე განგაში იყო ასატეხი არა ახლა, არამედ თავის დროზე. რა თქმა უნდა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დღეს აქტიური ქმედება არ განახაორციელოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პანიონში შესვლასთან დაკავშირებით პირადად უწევს რეკომენდაციას ნინო ლომჯარიას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონი

✔️ „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი

✔️ „უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე