მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უსამძიმრებს უწმინდესი და მისი ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი, ოჯახის წევრებს სამძიმარი ვუთხარი“- არქიმანდრიტმა იოანემ ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

პატრიარქის სახელით „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მივიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა, მას შემდეგ, რაც ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.

არქიმანდრიტმა ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომ პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, იმის გამო, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი.

„შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია. უსამძიმრებს უწმინდესი და სამღვდელოება მის ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი.

რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, ალბათ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გვიან ღამით გადაასვენეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უნდა გახდეს დაზუსტებით ცნობილი, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

იხილეთ აგრეთვე:

✅შსს მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნეს საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში - განცხადება

✅ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გადაასვენეს

✅შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მისი გადაადგილების ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს (ვიდეო)