მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციაზე მოქალაქეებს ხმის გამაძლიერებლით დაშლისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეები ცესკოსთან - pia.ge

ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ.

მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, სამართალდამცველები კი ამის შესაძლებლობას არ აძლევნენ. სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

ცოტა ხნის წინ აქციაზე გამაფრთხილებელი ხმა გაისმა და მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

„მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად.

გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების ადგილს ბავშვები, ქალები და მოხუცები“, - ამ სიტყვებით აფრთხილებენ ცეესკოს შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს.

📌 ინფორმაციისთვის, ოპოზიციიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას მართავენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

👉 შსს-ს საგანგებო განცხადება ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით