მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დებილი დედაკაცი“ - მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას შეურაცხყოფა მიაყენა

ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელი

მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას შეურაცხყოფა მიაყენა და წინამძღვრობიდან გადააყენა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას მანქანის დატოვებაც დაავალა. დედა სოსანამ კრება პროტესტის ნიშნად დატოვა.

„შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ ლოცვებში, ეს უკვე ამბოხია. შენ არაკანონიკურად მოქმედებ დედაო. შენ ვინ ხარ დებილი დედაკაცი, დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე რას ლაპარაკობ. ვინ ხარ?

მეუფე პეტრეს დაანებე თავი დაგღუპავს. შენ თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღოლობიდან, გადაგაყენე დედაო. ზიარების უფლებას გიკრძალავ. მანქანაც დატოვე იმიტომ რომ შენი არ არის“, - მიმართა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, იქითა კვირა დღემდე მოვიდეს და მოინანიოს“ - მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდში დაპირისპირებაზე

✔️ დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს მონასტერი დაატოვებინეს