მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ავტობუსის ზოლში მანქანით სიარული იკრძალება

ავტობუსის ხაზში სიარული იკრძალება

7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში მანქანით სიარული იკრძალება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება 8 თებერვლიდან განახლდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერია მძღოლებსა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან თავი შეიკავონ ავტობუსის ზოლში მოძრაობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გაიხსნება. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება - ჩამონათვალი

✔️რა შეზღუდვები იმოქმედებს მუნიციპალურ ტრანსპორტში? - ირაკლი ხმალაძის განმარტება

✔️საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები მუშაობას განაახლებენ