მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან პენსია იზრდება

პენსია

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება და ისინი ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით 410 ათასზე მეტი პენსიონერი ისარგებლებს.

„ეს იქიდან გამომდინარე, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:

მთავრობის განმარტებით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.