მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

მსჯავრდებულები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურისგანცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.

გამოცდები პანდემიის პირობებში ტარდება, შესაბამისად, აბიტურიენტები და სხვა დამსწრე პირები შესაბამის წესებს იცავენ.