მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: სიმპტომების შემთხვევაში აბიტურიენტებმა გამოცდებამდე ტესტი უნდა გაიკეთონ

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები დაუფიქსირდებათ, მათ ოჯახის ექიმის დანიშნულებით შესაბამის ცენტრებს უნდა მიმართონ, სადაც მათ „პისიარ“ ტესტს გაუკეთებენ.

ამასთან, ახალი გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდაზე პირბადით უნდა მივიდნენ. დეზობარიერის გავლის და სამუშაო მაგიდაზე დაჯდომის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ პირბადე მოისხნან და გამოცდა ისე ჩააბარონ.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდიციონერის ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.