მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას პრობლემები არ უნდა შეექმნას - აზერბაიჯანის საელჩო

აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება

დმანისის რაიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ამ ფაქტის წარმოჩენა, როგორც დაპირისპირება ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, არასწორია. ის არ შეესაბამება ქართულ-აზერბაიჯანულ სტრატეგიულ პარტნიორობას. მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. ინციდენტზე რეაგირება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის საელჩოს მუდმივი კონტაქტი ექნება საქართველოს შესაბამის სტრუქტურებათნ,“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დმანისის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შორის 16 და 17 მაისს დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია კონფლიქტში მონაწილე 8 პირი.

იხილეთ ასევე:

🔅 პირველი არხის გადამღებ ჯგუფს დმანისის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

🔅 აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

🔅 დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები