მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი არხის გადამღებ ჯგუფს დმანისის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

დმანისი

დმანისის შესასვლელთან მოსახლეობის კონფლიქტის გასანეიტრალებლად სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისის კონფლიქტს აშუქებენ.

ინფორმაციისათვის, დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

დაპირისპირება 17 მაისს განახლდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

✅„ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ

✅ვახტანგ გომელაური: პირდაპირ რომ ვთქვათ - ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ