მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხმაური ნამახვანში - რიონის მცველებმა ENKA-ს მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს

აქცია

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ნამახვანში, სადაც რიონის მცველებმა გზა გადაკეტეს და კომპანია „ENKA-ს“ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა ავტომობილის მძღოლს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. რიონის მცველებმა გზაზე დერეფანი მოაწყვეს, რომლით სარგებლობის საშუალებაც, მათი თქმით, მხოლოდ გუმათისკენ მიმავალ ადამიანებს ექნებათ.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ENKA-ს მანქანებს ხეობაში არ შეუშვებენ და თუ პოლიცია რიონის ხეობის მცველებს ძალის გამოყენებით დაშლის, „საზღვარს“ 10 მეტრით გადაწევენ, პროტესტს კი არ შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების ამბობენ იმასაც, რომ მათ ტერიტორიაზე მშვიდობიანი გადაადგილება სურთ.

როგორც ადგილზე მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიცია ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

„მიმდინარეობს ნიკოლოზ ანთიძის ძებნა. ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ ვზღუდავთ. პოლიცია არის ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი,“ - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ამავე თემაზე:

📌„ჩვენი კითხვების ადრესატი მერაბ ლომინაძე არ არის“ - ვარლამ გოლეთიანი დიალოგის შეთავაზებაზე

📌ნათია თურნავა: აყენებენ პირობებს, მთავრობის წევრებზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ