მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედდა, რომელიც კოვიდვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში გადაჰყავთ

სასწრაფოს მანქანა ქუჩაში

ახალციხეში ახალგაზრდა მედდა, რომელიც კოვიდვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში გადაჰყავთ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ ახალგაზრდა მედდას.

„მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შემდეგ ექთნის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. არსებული ინფორმაციით, ექთნის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძის განმარტებით, ასტრაზენეკას ვაქცინა ალერგიული რეაქციით არ ხასიათდება.

ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, პაციენტს ემოციური, კოლაპტოიდური მდგომარეობა ჰქონდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა“ - გამყრელიძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტზე

🔴 „ვაქცინებისთვის ალერგიული რეაქცია დამახასიათებელია“ - ზოიძე ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფაქტზე