მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგი რობაქიძის ოჯახის ინტერესია სიმართლე დადგინდეს“ - ადვოკატი

გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი მედდის მეგი რობაქიძის ოჯახის  ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის ინტერესია სიმართლის დადგენა და საქმის ბოლომდე შესწავლა. 

ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილის მეუღლეს დღეს უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭება.

„ოჯახის მთავარი ინტერესია საქმე შეისწავლონ ბოლომდე და დადგინდეს სიმართლე, რატომ გარდაიცვალა მეგი. შესაბამისად, მის ოჯახს აინტერესებს თითოეული დეტალი, რომელიც იმუნიზაციას უკავშირდება და უარყოფითი ეფექტების მართვას.

მიმდინარეობდა თუ არა ეს პროცესი პროტოკოლის შესაბამისად და რამდენად გაეწია მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

დაზარალებული უფლებამონაცვლის სტატუსი ექნება მეგის მეუღლეს, შესაბამისად შეგვეძლება საგამოძიებო მასალებს გავეცნოთ. პროკურატურას მივუთითეთ რამდენიმე გარემოება, მათ შორის სისხლის ნიმუში, რომელიც იმუნოლოგიის ცენტრში არის განთავსებული. ამ ნიმუშზე ჩავატარებთ ექსპერტიზას“, - აღნიშნა ადვოკატმა „ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ახალციხელი მედდის მამა: მეგი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო

🔴 შსს-მ ახალციხელი მედდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო