მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე: ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ

თერჯოლა-ტყიბული

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფის, გიორგი შალამბერიძის განცხადებით, თუ 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა, ეკლესია წესს ვერ აუგებს.

მისი თქმით, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს და ზუსტად მოქმედებს.

„არ ვიცი, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა," - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს დეკანოზმა იოანემ რევიშვილა უთხრა, რომ შემთხვევას ეკლესია განიხილავს.

„სოფლის რწმუნებულმა მოგვმართა, რამდენიმე წუთის წინ წესის აგების თხოვნით, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მოხდა ზუსტად, მღდელთმთავარს უკვე აქვს ინფორმაცია მიღებული, განვიხილავთ და ვეცდებით, უმოკლეს დროში მივიღოთ გადაწყვეტილება“- გვითხრა სასულიერო პირმა.

გარდაცვლილ მოზარდს, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაა დაკავებული, თერჯოლაში სამშაბათს დაკრძალავენ.