მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ნიკოლოზი: 25 წლის განმავლობაში ჩემთვის წმინდა სინოდზე განსახილველი საკითხები წინასწარ არასდროს ყოფილა ცნობილი

მეუფე კომენტარის გაკეთებისას

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მისთვის უცნობია რა საკითხები იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული. 

მისი თქმით, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას საკითხი განხილული არ იქნება.

„25 წელია სინოდის წევრი ვარ და ამ დროის განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, როცა პირადად ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი რა საკითხები უნდა განხილულიყო წმინდა სინოდის სხდომაზე. მე ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრეს შესახებ სინოდზე საუბარი არ იქნება. იმიტომ, რომ მეუფე პეტრე ან უნდა დააბრუნოს სინოდმა უკან, ან საერთოდ უნდა განკვეთონ ის ეკლესიიდან. არც ერთისთვის და არც მეორესთვის მას ამ დროის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

👉 შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

👉 პეტრე ცაავა მოითხოვს, რომ მისი საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ, რადგან მას პატრიარქმა მღვდელმთავრის წოდება უსამართლოდ ჩამოართვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს

პეტრე ცაავა: პატრიარქი უნდა გადააყენოს და განკვეთოს რჯულის კანონმა

„პატრიარქს მოვუწოდებ ჩემი ძმის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეინანოს“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა