მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვებს დღეს გამოაცხადებს

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს.

როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, შეზღუდვებთან დაკავშირებით ორი ვერსია განიხილება.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელოვან შემცირებას, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს როგორი იქნება შედეგი.

აქედან გამომდინარე გარკვეული პერიოდის შეფასების შემდეგ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

👉 საქართველოში კორონავირუსის 114 889 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 95 581 და გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზურაბ გურული სამთავრობო სხდომებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

👉 კულუმბეგოვი: დამატებითი შეზღუდვები ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს

👉„ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები, რომლითაც ქვეყანას მომავალი 2 თვე მოუწევს ცხოვრება“ - პაატა იმნაძე