მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

მთავრობა სოციალურად დაუცველ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე საუბრისას განაცხადა.

„სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფოსგან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს და ასევე ამავე ქულათა ოდენობის მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა ერთი წლის სწავლის საფასურს გადაუხდის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ახალაზრდებს სწავლაში ხელი არ შეეშალოს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნალური გადასახადების დაფინანსების პროგრამა 4 თვით გახანგრძლივდა, ასევე გადაწყდა, რომ 17 წლამდე ყველა პირი სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დახმარება გაეწევათ იმ თვითდასაქმებულ 80 000 პირსაც, ვინც ერთჯერადი 300-ლარის კომპენსაციაზე განაცხადის მოთხოვნები სრულად ვერ დააკმაყოილა. მათ მტავრობა აღნიშნულ თანხას უპირობოდ ჩაურიცხავს.