საზოგადოება

სტიქიის ზონიდან მაშველებმა 225 მოქალაქე გამოიყვანეს

სტიქიის ზონა
11:51 31.07
დაკოპირებულია

მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ცნობისთვის, რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო, რის შედეგადაც 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. დაზიანდა ხიდები და გზები. დაწყებულია გზის აღდგენითი სამუშაოები. ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის უკვე სტაბილურად მიეწოდება.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

როდიდან ჩაერიცხებათ 17 წლის ჩათვლით ასაკ...

დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზა...
6 წუთის წინ
დავით დავარაშვილის სამეანო - გინეკოლოგიური კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა ლუბლიანას ქუჩაზე N13-ში და 8...
52 წუთის წინ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაცი...
19:09
„ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ. წესით ეს ნაბიჯი თავად კომპანია „ფრონტერას” უნდა გადაედგა“,- ამის...
19:03
"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარ...
18:36
გზის მობეტონების სამუშაოები ღვერკი-ხორითის გაზე ბეტონის საფარი იგება
ღვერკი-ხორითის დამაკავშირბელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმ...
ბაჩალიაშვილის დედა: გენერალური პროკურორი...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლ...
მიშელ ობამა: დეპრესია მაქვს, დამღლელია ყ...
„პანდემიის, რასობრივი უსამართლობისა და ტრამპის ადმინისტრაციის თვალთმაქცობის გამო...
რამიშვილი: მოვითხოვეთ დადგინდეს, როდის დ...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მ...