მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა: თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსია შეიძლება გამართლდეს

გარდაცვლილი გოგონას ბიძა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს.

თამაზაშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას გამოძიების მხრიდან წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

„ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გამოძიების სივრცეში. რადგან ჩვენ მივიჩნიეთ, რომ გამოძიების მასალებს დავეყრდნობოდით, ფაქტობრივად ჩვენი ერთ-ერთი ვერსია, თვითმკვლელობამდე მიყვანაზე შეიძლება რომ გამართლდეს. ბოლომდე ვერ ვიტყვი, ვენდობი თუ არა, მინდა ბოლომდე გავეცნო საქმის მასალებს, დასკვნას და შევჯერდეთ ოჯახის ადვოკატთან ერთად“, - აღნიშნა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა 22 ივლისს ჩაუტარდა.