რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა და ეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ ნიშნავს.
მათი თქმით, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება.
„დღეს იგეგმება სხვადასხვა ქალაქებში აქციები. რაც შეეხება პროტესტის თბილისში გადატანას, ვაანონსებთ თარიღს, 23 მაისს.
რაც შეეხება მოლოდინს, ველოდით, რომ თავად ხელისუფლება ამ მიმართულებით წაგვიყვანდა“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.
რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
საპატრიარქო „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის შესახებ განცხადებას ავრცელებს