მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი გამჭვირვალე გამოძიებას იმსახურებენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლას განცხადებით გამოეხმაურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ ღრმად შეშფოთდა გერმანელი ექსპერტების წინასწარი დასკვნის გამო.

პომპეო ნავალნის ოჯახს ამერიკის სახელით თანადგომას უცხადებს და ამბობს, რომ რუსი ხალხი სრულფასოვან გამოძიებას იმსახურებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გერმანელი სამედიცინო ექსპერტების წინასწარი დასკვნის გამო, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლული იყოს. ექსპერტიზის დასკვნა თუ დადასტურდება, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ყოვლისმომცველი გამოძიებისკენ ევროკავშირის მოწოდებას. ნავალნების ოჯახი და რუსი ხალხი სრულფასოვან გამოძიებას იმსახურებენ. შტატები ნავალნის ოჯახს თანადგომას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე სრულად გამოჯანმრთელდება“, - ნათქვამია მაიკ პომპეოს გავრცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 20 აგვისტოს დილით ტომსკი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთში კორუფციასთან მებრძოლმა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ბორტზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ნავალნის მდგომარეობიდან გამომდინარე ლაინერი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში.

ოპოზიციონერი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი გარემოცვა ამტკიცებს, რომ ის მოწამლულია.