მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ რუსეთში საკონსულოებს ხურავს

აშშ-მა რუსეთში საკონსულოები დახურა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონმა რუსეთში ორი გენერალური საკონსულო - ვლადივოსტოკში და ეკატერინბურგში დახურა. ეს ბოლო ორი ამერიკული საკონსულოა რუსეთში. პეტერბურგში ის ჯერ კიდევ 2018 წელს დახურეს. ამის შესახებ  BBC იუწყება. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატს აცნობა, რომ ვლადივოსტოკში საკონსულოს საერთოდ ხურავს, ხოლო ეკატერინბურგში მის საქმიანობას დროებით წყვეტს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსულოს დახურვა გამოწვეულია იმ შეზღუდვებით, რაც 2017 წლიდან რუსეთმა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს დაუწესა.

ამის გამო დიპლომატიური ვიზების მიღების საკითხშიც გარკვეული სირთულეები შეიქმნა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების სერვერებზე კიბერშეტევა განახორციელეს. ამერიკის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ჰაკერები რუსეთის ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბაიდენი: აშშ-ზე კიბერშეტევები უპასუხოდ არ დარჩება

🔅 რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს